суббота, 27 сентября 2014 г.

27.09.2014-დღე მეცხრე

დღეს გავეცანით ციფრული რესურსების პორტალს.ძალიან მომეწონა ასეთი მრავალფეროვნება საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა.ასევე,ყველა მონაწილემ გააკეთა თავისი პორტფოლიოს პრეზენტაცია.საინტერესოა სხვათა აზრის მოსმენა და ნამუშევარ-
თა ნახვა.და საერთოდ,არაჩვეულებრივი,ბევრის მომცემი ტრენინგი იყო.ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.ამისათვის მადლობა ყველას,ვინც დაგეგმა ეს ტრენინგი და სისრულეში
მოიყვანა;განსაკუთრებით კი ჩვენს უსაყვარლეს ხათუნა რუსიეშვილს! :)

вторник, 23 сентября 2014 г.

23. 09. 2014 დღე მერვე

დღეს გამოვაქვეყნე ჩემი პორტფოლიო.მიხარია,რომ მასწავლებლისთვის ასე აუცილებელი რაღაცები ვისწავლე.ყველა მასწავლებელს,ვისაც ეს ჯერ კიდევ არ გაუკეთ-
ებია,აუცილებლად გააკეთოს.ამით ხომ უპირველესად ჩვენ ვართ კმაყოფილნი და სხვას-
აც გავუადვილებთ,გავუკვალავთ გზას.  :)

суббота, 20 сентября 2014 г.

20. 09. 14. დღე მეშვიდე

        დღეს გავეცანი დიფერენცირებული სწავლების მეთოდებს; ბლუმისა და გარნერის დავალებებს; დიფერენცირებული სწავლების მასალებს. როგორ გამოვიყენო დიფერენცირებული სწავლება გაკვეთილზე. კიდევ ერთხელ გადავხედე ჩემი პროექტის
გეგმას და დავასრულე მასზე მუშაობა. საინტერესო სამუშაო დღე გამოვიდა!  :)

დღე მეექვსე 16. 09. 14.

მეექვსე დღეს გავეცანით პროექტის შეფასების სქემის მომზადებას. მოსწავლეების ჩართვას შეფასების პროცესში. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები. 

пятница, 12 сентября 2014 г.

12.09.2014 დღე მეხუთე-მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია



მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია from lelatugushi

ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო დღე-მე-5 დღე.ვისწავლე პრეზენტაციის ატვირთვა  
slideshare.com-ze.მადლობა ხათუნა რუსიეშვილს და გამძლეობასა და მოთმინებას ვუსურვებ!  :)  :)
 

четверг, 11 сентября 2014 г.

10.09.2014


მეოთხე დღე სასწავლო სლაიდების შექმნა ვისწავლეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა ჩემთვის ნაცნობია, (არაერთი სლაიდი მაქვს შექმნილი) მაინც დავხვეწე ჩემი ცოდნა ამ სფეროში. მაგალითად, ის მაინც გავიგე, რატომ ირევა მონაცემები ჩემს სლაიდებში, როცა დიზაინს ვაკეთებ ხოლმე და რატომ მიწევს მერე ხელახლა ინფორმაციის გადაწყობა. ამისთვის, მადლობა ხათუნას. თურმე ჯერ დიზაინი უნდა ავირჩიოთ და მერე დავიწყოთ მუშაობა ინფორმაციის დატანაზე... კმაყოფილი ვარ. ყოველი დღე უფრო და უფრო საინტერესოა.

8.09.2014


მესამე დღე დღეს პროექტზე სტანდარტების და ინდიკატორების მორგება ვისწავლეთ. ასევე, ვისწავლეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა. ვფიქრობ, მგონი კარგად გავიგე ყველაფერი, თუმცა მაინც კარგად გააზრება მჭირდება.